ბარანიჰვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარანიჰვა (აბაზ. БараныхIва) – უზენაესი ღმერთის – ანჩვას – სახელობის საერთოაბაზური ლოცვა, რომელიც სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, მიწისძვრა), ეპიდემიებისა და სიკვდილიანობის ზრდის დროს, აგრეთვე ომის წინ ზელენჩუყისა და ურუფის რაიონებში მდებარე საკრალურ სივრცეში იმართებოდა. ესწრებოდა ყველა აბაზური გვარის წარმომადგენელი (ძირითადად მამაკაცები). ანჩვას თხებს სწირავდნენ და შველას შეთხოვდნენ.

ლოცვის დასარულს საწესო სუფრა იმართებოდა, რომლის დროსაც მხოლოდ შეწირული ცხოველის ხორცს ჭამდნენ (ძვლებს მიწაში მარხავდნენ).


ლიტერატურა

Копсергенова В.З. Серебряные нити. Приметы и поверья абазин. Карачаевск, 2012.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები