ბარბაქაძე დავით
ბარბაქაძე დავით − (1966), მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი დაიბადა თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. იმავე წელს დააარსა სალიტერატურო ვიდეო-ჟურნალი „დათო ბარბაქაძის ჟურნალი”. 1994 წელს გამოსცა სალიტერატურო ჟურნალი „პოლილოგი” (გამოიცა ოთხი ნომერი). 1996 წელს დააარსა სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთი „ლიტერატურა” (გამოიცა ოთხი ნომერი). 2001-2004 წლებში, როგორც თავისუფალი ლიტერატორი, ცხოვრობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 2014 წლიდან არის თბილისის სამხატვრო აკადემიის მიწვეული პედაგოგი და უძღვება აკადემიურ კურსებს: „პოეზია და ფილოსოფია”, „ევროპული რომანტიზმი”, „ევროპული ლიტერატურული ავანგარდი” და სხვ. ქართულ ენაზე თარგმნის გერმანულენოვან პოეზიას. მისი ორიგინალური და მთარგმნელობითი შემოქმედება თავმოყრილია 2014 წელს დასტამბულ მრავალტომეულში სახელწოდებით „შედეგები”.
- გეორგ თრაკლი, „ზაფხული”
- თარგმნა დავით ბარბაქაძემ
- გეორგ თრაკლი, „ზაფხული”
- მწუხრის ტყეში მიჩუმდება
- გუგულის გვრინი.
- დაიზიდება მძიმედ თაველი,
- ალისფერი – იქვე – ყაყაჩო.
- გორაკის თავს იმუქრება შავი ავდარი.
- მინდვრად
- ჭრიჭინას ძველი სიმღერა აღესრულება.
- აღარ შრიალებს წაბლის ფოთოლი.
- საცნაურია შენი კაბის შარიშური
- ხვეულ კიბეზე. ბნელ ოთახში –
- ოდენ სანთლის მკრთალი ციალი;
- მას ვერცხლოვანი ხელი აქრობს;
- უვარსკვლავო, ქარმშვიდი ღამე.