ბარბოტირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარბოტირება − (ინგლ. Bubble < შუაინგლ. Bobel < შუაგერმ. bubbele ბუშტი), აირის ბუშტუკების გატარება სითხის ფენაში. გამოიყენება სითხეების გასაცხელებლად ორთქლით (ხდება აგრესიული სითხეებისა და აბრაზიული პულპის შერევა). აირის გატარება სითხეში წარმოებს წვრილნახვრეტებიანი 3-6 მმ) მილების (ბარბოტირების), აბსორბერული საცრებისებრი ან ხუფისებრი თეფშებისა და რექტიფიკაციული კოლონების მეშვეობით. ბარბოტირების პროცესში სითხე-აირის საზღვარზე იქმნება დიდი ფაზათშორისი ზედაპირი, რაც უზრუნველყოფს თბოცვლის სწრაფ ინტენსიფიკაციას. ბარბოტირება გამოიყენება ჩამდინარი წყლების გასაწმენდად, ნადნობებისა და ნარევების გადარევისათვის, გამხსნელის აირთან შერევისათვის, აბსორციული, რექტიფიკაციული, ფლოტაციური პროცესების ჩასატარებლად და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები