ბარბულა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბარბულა (სვ.) – ბარბოლის სახელზე დაყენებული საფურე ხბო ან ძროხა; მისი გაყიდვა ან სხვა საქონელზე გაცვლა არ შეიძლებოდა; იგი ოჯახში უნდა დაკლულიყო; ხშირად დაკლულის სანაცვლოდ მეორე ძროხას შეუთქვამდნენ.
ლიტერატურა
ვ. ბარდაველიძე. ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან (ღვთაება ბარბარ-ბაბარ).თბ., 1941, გვ. 20-21.