ბარისქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარისქი (ოს. Барысчьи) – სამგლოვიარო მარხვა, რომელსაც ოსი ქალები გარდაცვლილი მამების, ქმრების, ძმების, ვაჟებისა და მამათილების სახელზე ერთი წლის განმავლობაში ინახავდნენ (მარხვის პერიოდში ერიდებოდნენ რძის პროდუქტებს). ბარისქის მოხსნა წლისთავამდე რომელიმე ნათესავის დაჟინებული მოთხოვნით შეიძლებოდა. საამისოდ იგი მიცვალებულის ოჯახს წლისთავისათვის საკლავს (ხარს ან ცხვარს) ჩუქნიდა.

ვ. აბაევის მიხედვით, აღნიშნული ტერმინი ოსურში ქართულიდან არის შესული და უკავშირდება სიტყვას „პარასკევი“. ეს დღე ქრისტიანული ტრადიციით, მარხვის დღედ ითვლება.


ლიტერატურა

  • Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинскоко языка. Т. II. Л., 1973;
  • Калоев Б. А. Осетины: Историко-этнографическое исследование. 3-е изд. М., 2008.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები