ბარნაბიშვილი მერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერი ბარნაბიშვილი

ბარნაბიშვილი მერი – (1937 – 2002), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ქვემო ბოდბეში (სიღნაღი). 1955 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, 1961 წელს კი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. პროფესიით იყო ექიმი-პედიატრი. მუშაობდა თიანეთის და სიღნაღის რაიონების სოფლებში ექიმად. პირველი ლექსები გამოაქვეყნა ჟურნალ „ცისკრის” 1965 წლის მე-7 ნომერში. გამოცემულია აქვს რამდენიმე კრებული, მათ შორის – „მე ზეთისხილის რტოს მოგიტან” (1966), „თეთრი შროშნები” (1987), „თუ რამე ძალმიძს” (1992).


* * *
აქ გული ვერსად ვეღარ დავტიე,
ამიღეს თქმით და იჭვით,
არც სიყვარული არ მაპატიეს,
არც სიყვარულის ნიჭი.
ნუთუ ყველაფერს ტალახს ესვრიან,
არვისთვის არვინ იღწვის,
ყველასთვის ნახავ რამეს გესლიანს,
და შეურაცხყოფ იჭვით.
აქ გული ვერსად ვეღარ დავტიე,
ამიღეს თქმით და იჭვით,
არც სილამაზე არ მაპატიეს,
არც სილამაზის ნიჭი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები