ბარჟა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარჟა (ფრანგული barge)

1. სატვირთო გემი სხვადასხვა ტვირთის გადასატანად.

  • ცურვის რაიონის მიხედვით არის საზღვაო, სარეიდო და სამდინარო;
  • გადაადგილების საშუალებების მიხედვით - თვითმავალი და არათვითმავალი (ბუქსირებადი და ბუქსირის მიწოლით);
  • გადასაზიდი ტვირთების მიხედვით - მშრალსატვირთო, გრუნტსაზიდი და სპეციალიზებული (საარტილერიო, სატორპედო, ტანკსადესანტო და სხვა);
  • კორპუსის მასალის მიხედვით - ხის, ფოლადის, რკინაბეტონის (კომპოზიტური);
  • სახომალდო არქიტექტურის მიხედვით გემბანიანი და უგემბანო.

2. XVIII-XIX საუკუნეებში იალქნიანი გემი, რომლის დანიშნულება იყო რეიდზე მდგომი სხვა გემებიდან გადმოტვირთვა, აგრეთვე მდინარეებით და არხებით სხვადასხვა ტვირთის გადატანა.

3. შუა საუკუნეებში იალქნიანი ფლოტის ნიჩბებიანი გემი, რომელიც გამოიყენებოდა სამეთაურო შემადგენლობის მიმოსვლისათვის და რეიდზე მდგომ გემებს შორის კავშირისთვის.

4. სხვადასხვა კონსტრუქციის გადასაზიდი ნავების (ინგლისი) ან ნიჩბებიანი სასწავლო ნავების (აშშ) ძველი დასახელება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები