ბასილაია ალექსანდრე
ალექსანდრე ბასილაია − (11.მარტი, 1942, თბილისი, − 3.ოქტომბერი. 2009, გერმანია, დაკრძალულია თბილისში), კომპოზიტორი და პიანისტი. საქართველოს სახალხო არტისტი (1987). 1967 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კონტრაბასის სპეციალობით (ხე-ლი ნ. სავჩენკო).
ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ივერიას“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი (1968-2009). 1990-იდან საქართველოს ფილარმონიის დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. ანსამბლ „ივერიამ“ წარმატებით მოაირა 50-მდე ქვეყანა. ბასილაია ქართული მუსიკის პოპულარიზაციას ეწეოდა საქართველოში და უცხოეთში. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ ესტრადაზე მიუზიკლის ჟანრის განვითარებაში. როგორც კომპოზიტორი ძირითადად საესტრადო ჟანრში მუშაობდა. მას ეკუთვნის მრავალი საესტრადო სიმღერა მათ შორის „თეთრი ფიფქები“, „მოგონებანი“, „სიყვრულის ზღაპარი“, „გულო ჩადექ საგულესა“ და სხვ. ანსამბლ ივერიისათვის დაწერა მიუზიკლები: „ჩხიკვთა ქორწილი“ (1979), „არგონავტები“ (1983), „თოვლის ბებოს ზღაპარი“ (1986), „ფიროსმანი“ (1996) და სხვ.