ბასლანიძე აზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბასლანიძე აზა − (1949), საბავშვო პოეტი და პედაგოგი. დაიბადა სოხუმში. დაამთავრა სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი. მუშაობდა სოხუმის პირველ სამუსიკო სკოლაში პედაგოგად და კონცერტმაისტერად. ხშირად იბეჭდება ქართულ პერიოდულ პრესაში, მისი ლექსები შეტანილია საბავშვო პოეზიის ანთოლოგიაში. გამოცემული აქვს საბავშვო პოეზიის კრებულები: „ჯადოსნური კიბე” (2009), „მხიარული ფიქრები” (2013), „თეთრი ღრუბლები” (2014).
- * * *
- ხმაწკრიალა წვიმის ფარდა,
- ოქროსფერად აელვარდა,
- და ჯეჯილის ლორთქო ყანას,
- თითქოს უვლის განდაგანას!
- სულ კისკისით ჩამოირბენს,
- ცელქი წვიმა ლამაზ ქუჩებს.
- დააწკურებს მარგალიტებს,
- ხეივანს და ვარდის ბუჩქებს!
- იქით სახლზე, აქეთ სახლზე,
- მესმის თითქოს დოლის ხმაზე,
- სიცოცხლით და ლხენით სავსე,
- ცეკვავს წვიმა სახურავზე.