ბასმაჩობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბასმაჩობა (თურქული basmaq– თავდასხმა) – შუა აზიაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რადიკალური ფრთა, რომელიც შეიარაღებული გზით ცდილობდა რეგიონში საბჭოთა ხელისუფლების დამხობას.
ბასმაჩთა რაზმები მოქმედებდნენ პარტიზანული მეთოდებით, თავს ესხმოდნენ საბჭოთა დაწესებულებებს, სამხედრო ქვედანაყოფებს, სასოფლო-სამეურნეო და სხვა ობიექტებს.
ბასმაჩობის იდეოლოგიური საფუძველი იყო პანისლამიზმი, პანთურქიზმი და ბურჟუაზიული ნაციონალიზმი. მისი სოციალური დასაყრდენი იყვნენ ბეგები, ბოლები და ბაები.
ბასმაჩების წინააღმდეგ ბრძოლაში საბჭოთა ადმინისტრაცია მიმართავდა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო ზომებს. ბასმაჩთა ძირითადი დაჯგუფებები საბჭოთა ჯარებმა გაანადგურეს 1922 წელს, მოძრაობის საბოლოო ლიკვიდაცია მოხდა 1933 წელს.