ბატონიშვილი გიორგი (1778-1807)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატიონი გიორგი – (1778 – 1807), პოეტი. იმერეთის მეფის სოლომონ პირველის შვილიშვილი. სამეფო დინასტიის წარმომადგენელთა ურთიერთ შუღლის გამო, სოლომონ მეორემ სხვათა შესმენით 1797 წ. გიორგი ბაგრატიონი დაატყვევა. ციხიდან გაპარვის შემდეგ 1798 წ. ხელახლა დაატყვევეს. 1806 წ. გიორგი ბაგრატიონი რუს ხელისუფალთა მხარდაჭერით კვლავ გაიპარა ციხიდან და 1807 წ. გაემგზავრა პეტერბურგს, სადაც იმავე წლის 21 ნოემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის მონასტრის სასაფლაოზე.

გიორგი ბაგრატიონი ავტორია სატრფიალო რომანტიკული პოემისა „ხუბმარდიანი“ ანუ „სამთა მეფის ძეთა ისტორია“. მასში გადმოცემულია ჭაბუკ ხუბმარდის (სპარს. ხუბ – კარგი, მარდ – კაცი) სასიყვარულო თავგადასავალი, რომელიც ფაქტიურად ავტორის თავგადასავალია. ნაწარმოები გადმოსცემს პოეტის ვნებათაღელვას დაკარგული სიყვარულის გამო. თვალსაჩინოა რუსთაველის გავლენა. ასევე ავტობიოგრაფიულია გიორგი ბაგრატიონის თხზულება „შემთხვევანი იმერთა მეფის სოლომონის ძის ძისა გიორგი ალექსანდრესი“, რომელშიც გაშუქებულია ავტორის ცხოვრების რამდენიმე მომენტი. გიორგი ბაგრატიონს ჰქონდა ლირიკული ლექსებიც. მათი ერთი ნა ილი გამოხატავს პოეტის მწვავე განცდებს თავისი ხვედრის გამო. ლექსების მეორე ნაწილი სულიერი სიყვარულის თემას ეძღვნება. გიორგი ბაგრატიონი განიცდის ბესიკის დიდ გავლენას.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები