ბაფინი ვილიამ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვილიამ ბაფინი – (ინგლ. William Baffin, 1584 – 1622 წ.წ.), არქტიკის ცნობილი ინგლისელი მკვლევარი.
1612 წ. ჯ. ჰალემთან ერთად ესტუმრა გრენლანდიის დასავლეთ ნაპირს, 1613-1614 წ.წ. მოახდინა ექსპედიცია შპიცბერგენის ნაპირებისაკენ და 1615-1616 წ.წ. იმოგზაურა ზღვით ჰუდსონის ყურეში ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელის საძიებლად, იქიდან კი ყურეში, რომელსაც მისი სახელი ეწოდა, სმიტის სრუტემდე. უკანასკნელმა მოგზაურობამ ზღვით ბაფინი დაარწმუნა ჩრდილო საზღვაო გზის აღმოჩენის განუხორციელებლობაში ჩრდილო ამერიკის შემოვლით ინდოეთისაკენ (ე. წ. ჩრდილო დასავლეთის გასასვლელით); ამიტომ ბაფინის შემდეგ მის მიერ ნანახი ადგილები დიდი ხნის განმავლობაში სხვა მოგზაურებს აღარ გამოუკვლევიათ. 1617-1619 წ. და 1620-1622 წ. ბაფინმა იმოგზაურა ზღვით წითელ ზღვასა და სპარსეთის ყურეში.