ბაქარიანები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაქარიანები − ფარნავაზიანთა სამეფო სახლის იმ შტოს წარმომადგენლები, რომლებიც ქართლის ორ სამეფოდ გაყოფის (309) შემდეგ ირანის გავლენის ქვეშ მოქცეულ ქართლში მეფობდნენ. ისინი სათავეს ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის უმცროსი ძის, ბაქარისაგან (ბაკური) იღებენ. ფარნავაზიანთა სამეფო სახლის ბაქარიანთა შტოს განეკუთვნებოდნენ: მირდატი, ვარაზ-ბაკური, ფარსმანი, მირდატი, არჩილი, მირდატი, ვახტანგ გორგასალი, ასევე ვახტანგ გორგასლის შთამომავლები.

ვ. გოილაძე

ლიტერატურა

  • გოილაძე ვ., ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ., 1990.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები