ბაქრაძე დავით (პოლიტიკოსი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დავით ბაქრაძე – დაიბადა 1972 წლის 1 ივლისს თბილისში. — საგარეო საქმეთა მინისტრი (2008). საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (2008-2012).
განათლება – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი (1994); ასპირანტურა (1998).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე (1997-2004).
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2007): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.
- სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში (2007-2008);
- საგარეო საქმეთა მინისტრი (2008).
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი.
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; 2017 წლის იანვრიდან – ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი (2016-2019)
- საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (2013, 2018).
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის".
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2004-2008 წლების საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2008-2012 წლების საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2012-2016 წლების საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2016-2020 წლების საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2020-2024 წლების საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები
- საქართველოს თანამდებობის პირები
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები
- საქართველოს პოლიტიკური ლიდერები
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეები
- საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები
- ბაქრაძეები