ბაღაითა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაღაითა (ოს. Багъайтæ) – დიგორის ხეობის სოფ. თურუსქაში მცხოვრები ქაითოვების მფარველი ხატი, რომელიც გველის სახელობაზე დაარსდა. გადმოცემა გვიამბობს: ქაითოვების ოჯახის შვიდი რძლის დედამთილმა სახლიდან გასვლის წინ კაბიწის (პროდუქტების საცავი) გასაღები უმცროს რძალს დაუტოვა და მის არყოფნაში პურის გამოცხობა სთხოვა. ქალი ფქვილისთვის კაბიწში შევიდა და როცა ფქვილის ამოღება დაიწყო, გველი ამოჰყვა. რძლის ყვირილზე გველი გაიქცა და ოჯახის უფროსი მამაკაცი მის უკან მობრუნებას შეეცადა, მაგრამ ამაოდ, გველი სოროში შეძვრა. ოჯახის უფროსმა გველის სახელზე ბატკანი დაკლა და იმ ადგილზე, სადაც გველი სოროში შეძვრა, უფროსი ვაჟისთვის საცხოვრებელი სახლი ააშენა. ვაჟმა როგორც კი საცხოვრებლის კარი შეაღო, დაინახა, რომ გველი ფრინველად გადაქცეულიყო და ფრთებს იქნევდა. ამის გამო საცხოვრებელი სამლოცველოდ აქციეს და გველის სახელობაზე ყოველწლიური ქუვდი დაიწესეს; ქაითოვების ძირითადი სახლიდან სამლოცველოსკენ მიმავალ გზას „გველის ბილიკი” (калмы фæндаг) უწოდეს, ხოლო სალოცავს – ბაღაითა.

ზემოაღნიშნული გადმოცემა უახლოვდება აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა (ფშავ-ხევსურთა) ანდრეზებიდან ცნობილი ჯვარჩენის ანუ კულტის დაფუძნების თაობაზე არსებულ თქმულებებს, რომლის თანახმად ჰიეროფანიის გამოვლენის ერთ-ერთი ნიშანი გველის გამოჩენაა.



ლიტერატურა

Чибиров Л. А. Традиционная духовная культура осетин. М., 2008.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები