ბაღის სოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბაღის სოკო (ლათ. Rhodophyllus clypeatus (Fr.) Quel. რუს. Садовый гриб)
ქუდი – 3 სმ დიამეტრისაა, ზარისებრი, შემდეგ ბრტყელი, კიდეები ზოლიანია, ნაცრისფერი ან ნაცრისფერ-ყავისფერი, მუქლაქებიანი. ფირფიტები სუსტადაა შეზრდილი, შემდეგ კი თითქმის თავისუფალია, განიერი, მეჩხერად განწყობილი, დაკბილული კიდეებით.
ფეხი – 4-15 სმ სიგრძისა და 0,5-2 სმ სისქისაა, ბოჭკოიან ზოლიანი ზედაპირით, თეთრია.
რბილობი – თეთრია.
სპორები – კუთხოვანი, ვარდისფერი, 8-11X7-9 მკმ.
იზრდება ნიადაგზე პარკებსა და ბაღებში ზაფხულ-შემოდგომით.
საჭმელ სოკოდ ითვლება, თუმცა უმჯობესია თავი შევიკავოთ მისი საკვებად გამოყენებისაგან.