ბაღის ქონდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაღის ქონდარი

ოჯახი – Sabiatae - ტუჩოსანთა
გვარი - Satureja - ქონდარი
სახეობა - S. hortensis L. - ბაღის ქონდარი

ბაღის ქონდარი ერთწლიანი მცენარეა, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით და სწორმდგომი ღეროთი, 15-45 სმ სიმაღლის, ფოთლები ხაზურა ანდა ლანცეტისებური, 1,5-2,5 სმ სიგრძისა და მონაცრისფრო-მომწვანო. ქეედა ყვავილები 3-5 ერთად შეკრებილი მოკლე ყვავილსაჯდომებზე, ზედა ყვავილები მჯდომარეა. გვირგვინი შეიძლება იყოს მოლურჯო, ვარდისფერი ანდა თეთრი. როგორც სარეველა, გავრცელებულია ევროპული ნაწილის სამხრეთ ნაწილში, შუა აზიის მთიანეთში, ზღვის დონიდან 1500 სიმაღლეზე. ფოთლები შეიცავენ 1%-მდე ეთერზეთებს, გამოიყენება როგორც სანელებელი, აქვს ანტიბაქტერიული და პარაზიტული ჭიების საწინააღმდეგო თვისებები, ჰომეოპათიაში გამოიყენება ხველების საწინააღმდეგოდ. ზოგიერთი სახეობა, მაგ. 5.S. taurise Velen 2,5 %- მდე ეთერზეთებს შეიცავს.

მავნებლები და დაავადებები

ბაღის ქონდარის მავნებლებია: ბაღჩის ბუგრი, დუჟიანა, ჭიჭინობელა მლოკოსევიჩი, ბოსტნის სამხრეთის რწყილი, მატიტელას რწყილი, ჩვეულებრივი ბოსტანა, შუბლსოლიანი ჭრიჭინა, იტალიური კალია, სიმინდის ზოზინა, ველის ზოზინა და სხვ.

ბაღის ქონდარი ზოგჯერ ავადდება ფესვის ბაქტერიული კიბოთი, ახასიათებს დაავადება „ჩაწოლა”, აბრეშუმათი, რიზოქტონიოზით, სტაფილოს ნაცრისფერი სიდამპლით, ნაცრით და სხვ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები