ბაყბაყ-დევი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაყბაყ-დევი – დარეჯანიანთა გვარის შეურიგებელი მტერი. ბაყბაყ-დევი პერსონიფიცირებული ბოროტი არსებაა დევთა სამყაროდან.

დევი ქართულ ფოლკლორში აღმოსავლეთიდანაა შემოსული, რომელმაც, ალბათ, ადგილობრივი ტყისკაცი შეცვალა. V ს. ძეგლის შუშანიკის წამების მიხედვით დევი ცეცხლთაყვანისმცემლობასთანაა გაიგივებული და ამ სახეში მოსული მოძალადე–დამპყრობელი იგულისხმება. დევებმა სულკალმახის გარდაცვალებისთანავე მისი ოჯახი აიკლეს, შეშინებული ობლები ჩაბალხეთმში გადაიხვეწნენ. დავაჟკაცებულმა ძმებმა შური იძიეს. ამირანმა დევთა შორის ყველაზე საშიში და უბოროტესი არსება – ბაყბაყი რაინდული ბრძოლით სძლია. ბაყბაყ-დევი მრავალთავიანია, მისი ტარება დედამიწას უმძიმს, იგი ადამიანებსაც ჭამს. ბაყბაყ-დევს შიკრიკები და დამხმარეები ჰყავს, რომლებიც ადამიანებს მტრობენ. თქმულებაში ბაყბაყი ბოროტი საწყისის განსახიერებაა, მას კეთილი გმირი ამარცხებს.

მ. ჩიქოვანი


ლიტერატრა

  • მ. ჩიქოვანი, მიჯაჭვული ამირანი, თბ., 1947.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები