ბაჩულაშვილი გაბრიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბრიელ ბაჩულაშვილი – (1926-1976), ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1961), დაიბადა სოფელ ზემო ალვანში (ახმეტის რაიონი), იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა და შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტხე. ასპირანტურაში სწავლობდა გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის სავლე წერეთლის ხელმძღვანელობით. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში.


გ. ბაჩულაშვილის მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულება იყო დიალექტიკური ლოგიკა, რომლის პრობლემებს იგი ს. წერეთლის დიალექტიკურ-ლოგიკური თეორიის საფუძველხე ამუშავებდა. ჯერ კიდევ პირველ წიგნში, რომელიც მიძლვნილია კარლ მარქსის „კაპიტალში“ წარმოდგენილი ფილოსოფიური კატეგორიების კავშირის გამოკვლევისადმი, საფუძვლიანად შესწავლილია ისტორიული და ლოგიკური მეთოდების ურთიერთობა და მათი როლი სპეციალურ-მეცნიერული კვლევის პროცესში, კატეგორიების ურთიერთგადასვლა და, საერთოდ, ცნებათა გადასვლის ფორმები, კატეგორიების „წრებრუნვა“, გარდაქმნა და ა.შ. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის მეორე (უკანასკნელ) წიგნს, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. მასში განხილულია კატეგორიების დიალექტიკა გნოსეოლოგიური ლოგიკის თვალსახრისით. აქ ავტორი აკონკრეტებს და აღრმავებს სავლე წერეთლის კონცეფციას გნოსეოლოგიური ლოგიკის შესახებ, რომლის საფუძვლად კატეგორიების დიალექტიკა ძევს.

გ- ბაჩულაშვილის მეცნიერული კვლევის ყურადღების ცენტრში იყო აგრეთვე ზოგადისა და უხოგადესის კატეგორიების ბუნება. მისი ახრით, ზოგადისა და ერთეულის კატეგორიების ერთიანობა კონკრეტულობას ქმნის. ზოგადის შემეცნება აბსტრაქტულ ახროვნებას წარმოადგენს, ხოლო უხოგადესის კატეგორია ფილოსოფიური შემეცნების საფუძვლად ძევს. გ. ბაჩულაშვილი იკვლევდა აგრეთვე ფილოსოფიური კატეგორიების ბუნებას, მათ როლს მეცნიერულ შემეცნებაში. იგი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო არსების კატეგორიის კვლევით. მთელი ეს მუშაობა დიალექტიკური ლოგიკის, როგორც ფილოსოფიური მეცნიერებისა და უმაღლესი ლოგიკის, დასაბუთებას ემსახურებოდა.

გ. ბაჩულაშვილს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია.


თხულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები