ბაცანკალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბაცანკალი – (სასთუმალი, სართუმალი, ლათხურმა (სვ.) ორთუმელი (სამეგრ.) - თავსადები ფიცარი, საწოლად განკუთვნილი სკამ-ლოგინების, ლოგინებისა თუ ტახტის აუცილებელი ატრიბუტი. თავსადები ფიცარი ორ სადგარზე დახრილად მიმაგრებულ დირეებში იყო ჩასმული, რომ თავსადებად მოსახერხებელი ყოფილიყო.
ეთნოგრაფიული მასალა ბაცანკალს მხოლოდ შიშველ თავსადებად კი არ წარმოაჩენს, არამედ ცხადყოფს, რომ მასზე იდებოდა სასთუმლად გადახვეული ფარდაგი, ნაბადი, ბალიში. ბაცანკალად იგი ამ შემადგენელ ნაწილებთან ერთად აღიქმებოდა. ამის საუკეთესო მაგალითს დღეს სვანური „ლათხურმაშ“-ი წარმოადგენს. ამ ტერმინით დღესაც ფიცრის თავსადებთან ერთად მასზე დადებული ნაბადი, ფარდაგი და სხვა იხსენიება.
- ლ.ბ.