ბაციკაძე კახა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბაციკაძე კახა − (1977), ქართველი პოეტი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა 30-ე საშუალო სკოლა, შემდეგ კი თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1995 წელს გაზეთ „პედაგოგიკაში”, ხოლო შემდეგ ხშირად იბეჭდებოდი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში. არის ბევრი კრებულის თანაავტორი შემოქმედებით ჯგუფ „ზღვართან” ერთად, რომლის ერთ-ერთი ძირითადი წევრი და ხელმძღვანელი არის იგი. მისი მთავარი წარმატებები სწორედ ამ ჯგუფის მოღვაწეობას უკავშირდება.
- რუსთაველი
- მე პოეზიით ვარ შეპყრობილი,
- როგორც იესო − ჯვარცმის სურვილით;
- მაღალ ზეცისკენ თვალაპყრობილი,
- სამყაროს ზღვრამდე, ვიცი, სულ ვივლი,
- სანამ არ ვნახავ უფლის სამყოფელს;
- კოსმიურ შუქთა დიად ტალღებში
- გულს უკვდავების ფიქრი ამკობდეს...
- მე მსურს შევხედო უფალს თვალებში... -
- ეს ნატვრა, თითქოს, სიზმარს ედრება,
- და სული რჩება სიმწუხარეში...
- ვარ კვლავ ზეცისკენ თვალაპყრობილი,
- ისმის მთებიდან თეთრი ხმა _ ყინვის,
- შეხედეთ, − თავად იესო მადგამს
- მე პოეზიის ეკლიან გვირგვინს!..
- ვგრძნობ: პოეზიით ვარ შეპყრობილი....