ბახტაძე დემურ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დემურ ბახტაძე – დაიბადა 1939 წლის 6 აპრილს თბილისში. — ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მონოგრაფიებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი; თსუ პროფესორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1965); ასპირანტურა (1972).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95) საკომპენსაციო სიით, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიისაგან; ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საქმეების ქვეკომისიის თავმჯდომარე.
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი.