ბაჰრეინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაჰრეინის დროშა

ბაჰრეინი (სახელმწიფო) - სახელმწიფო აზიაში, ბაჰრეინის კუნძულებზე, სპარსეთის ყურეში.

ფართობი - 695 კმ2.

მოსახლეობა- 807,1 ათ. კაცი (2012), ძირითადად არაბები.

ოფიციალური ენა - არაბული.

დედაქალაქი - ქ. მანამა.

ბაჰრეინში. კონსტიტუციური მონარქიაა (ემირატი). სახელმწიფოს მეთაურია ემირი, საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ემირს და ეროვნულ კრებას, აღმასრულებელი - მთავრობას. დამოუკიდებლობა მოიპოვა 1971 წლის 14 აგვისტოს.

ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ნავთობის და ბუნებრივი აირის მოპოვება.

საზღვაო პორტები: სულმანი, სითრა, მანამა.

საერთაშორისო აეროპორტი - მუჰარაკი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 8,45 ათ. კაცი (2012). შეიცავს სახმელეთო ჯარებს - 6 ათ., სამხედრო-საჰაერო - 1,5 ათ., სამხედრო-საზღვაო - 700 და სანაპირო დაცვის ძალებს 250. დაკომპლექტება ხორციელდება მოხალისეებით.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები