ბგერათა რიგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბგერათა რიგი - მუსიკის ბგერების რიგი სიმაღლის მიხედვით. მუსიკის სისტემის ბგერათა რიგში გამოყოფენ 7 ძირითად საფეხურს, ესენია: დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი.
ყველა მუსიკის სისტემაში ბგერათა რაოდენობა განსაზღვრულია ერთი ოქტავის ბგერათა ინტერვალური შეფარდებით და მათი დიაპაზონით. ბგერათა რიგი ერთმანეთთან დაკავშირებული და სიმაღლის მიხედვით დალაგებული მუსიკის ბგერების თანამიმდევრობაა. მუსიკალური ბგერები რთულ სისტემას ქმნიან. ბგერათა რიგი მოიცავს 88 განსხვავებულ ბგერას.