ბგერის სიმაღლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბგერის სიმაღლე – ბგერის დახასიათება პერიოდულ რხევათა სიხშირით. ამიტომ სიმაღლე აქვს ტონს და არა აქვს ჩქამს.

ტონის სიმაღლეზე გავლენას ახდენს მბგერი სხეულის 1. სიგრძე. რაც უფრო გრძელია სხეული, მით უფრო დაბალია ტონი და პირუკუ; 2. სიმსხო და სიმკვრივე. მოზრდილი ადამიანის ხმა უფრო დაბალია, ვიდრე ბავშვისა, რადგანაც მოზრდილის სახმო სიმები უფრო მსხვილი და მკვრივია. დაჭიმული სახმო სიმები გამოსცემს უფრო მაღალ ტონს.

ტონის სიმაღლე განსხვავებულია სიმღერისა და მეტყველების დროს თავისი დიაპაზონით. სიმღერაში რხევათა სიხშირე აღწევს ≈1000 ჰც-ს (მეორე ოქტავის სი). ხოლო. მეტყველებაში – მხოლოდ 320-ს (პირველი ოქტავის მი).

სამეტყველო და სასიმღერო ბგერის სიმაღლისგან განსხვავებულია რეზონატორული ანუ სატემბრო სიმაღლე სამეტყველო სიმაღლე გამოყენებულია ენის პროსოდიულ მახასიათებლებში. ხოლო რეზონატორული სიმაღლე ეხება ცალკეულ ფონემას, რომლის სიმაღლე უცვლელი სიდიდეა. ხმოვანი „ა“ შეგვიძლია ვიმღეროთ სხვადასხვა სიმაღლეზე, მაგრამ ის რჩება ისევ „ა”-დ. სანამ მისი რეზონატორული სიმაღლე უცვლელია.

ი. თევდორაძე


ლიტერატურა

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები