ბებუთოვი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ ბებუთოვი

ნიკოლოზ ვასილის ძე ბებუთოვი − (08.05.1839 - 09.02.1904), სომეხი თავადი, გენერალ-მაიორი (04.06.1895).

დაიბადა ტფილისში. გენერალ ვასილ ბებუთოვის შვილია (1791-1858).

1858 წელს დაამთავრა პაჟთა კორპუსი, სადაც იმყოფებოდა დავალებათა პაჟათ. იმავე წლიდან მსახურობდა გვარდიაში.

1877-1904 წ.წ. მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების საარმიო ქვეითებში. მონაწილეობდა (1877-1878) რუსეთ-თურქეთის ომში.

1883 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1904 წლის 9 თებერვალს მას დაეცა დამბლა. გარდაიცვალა გონებაზე მოუსვლელად. თანამედროვეთა მოგონებით იყო ჰუმანური და უწესიერესი ადამიანი.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო რუსეთის ორდენებით:
წმ. ანას III ხარ. (1896).
წმ. სტანისლავის III წმ. სტანისლავის III (მახვილებითა და ბაფთით - 1864), II (1906) და I ხარ., ორდენით.
წმ. ვლადიმერის IV (ოცდახუღწლიანი უმწიკვლო სამსახურისათვის - 1895) და III ხარ. (1889), ორდენით.
მიღებული ჰქონდა სპარსეთის „ლომისა და მზის“ ორდენის III, II და I ხარ.

დაკრძალულ იქნა ქ. ტფილისში, ხოჯევანქის სასაფლაოს, ბებუთოვების საგვარეულო აკლდამაში. (განადგურდა საბჭოთა ხელისუფლების დროს 1934 წ. ავტ. შენიშვნა.)


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები