ბებურიშვილი ტატო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტატო ბებურიშვილი – მე-19 ს, მეორე ნახევრის გურული მელექსე. მის სახელთან აკავშირებენ გახმაურებულ ლექსებს: „საყვარელი მყავს და მიყვარს“, „აბუნტებულა გურია“, „რად დამტირი“, „ვარდი რომ კიდევ ჭკნებოდეს“. შემონახულია ავტო– რისეული ხელნაწერები. ბებურიშვილის ნიჭს პატივს სცემდნენ ი. ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი ცნობილია აკაკისა და ატატოს პოეტური შესიტყვებანი. აკაკის ერთ-ერთი ლექსის – „ალბომში“ - წყაროდ ქცეულა ა. ბებურიშვილის ექსპრომტი. ტ. ბებურიშვილი იყო გურული ხალხური სცენების ოსტატ-შემსრულებელიდ, დეკლამატორი. მის შესახებ წერდნენ „ცნობის ფურცელი, „დროება“ და „ივერია“.
გ. ჭელიძე
ლიტერატურა
- გ. ქელიძე, აკაკი ხალხურ გადმოცემებსა და ლექსებში, ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მესამე სამეც. სესიის თეზისები, 1964;
- მისივე, აკაკი და გურია, გაზ. „ლენინის დროშა“ (მახარაძე), 1960, № 21;
- ს. გუგუნავა, მ. გოლიაძე, ატატო ბებურიშვილი, ჟურნ. თეატრალური თბილისი, დამატება, № 8, 1968.