ბეგიაშვილი თედო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეგიაშვილი თედო (თევდორე) მალაქიას ძე – (1894-1970), ცნობილი ფილოლოგი, ფოლკლორისტი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

თედო ბეგიაშვილი დაიბადა სოფ. ფანიანმი (სიღნაღის რაიონი). იურევის (ტარტუს) უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოში. 1925 წ. საშუალო სკოლების სახელმძღვანელოდ გამოაქვეყნა „ქართული სიტყვიერების ისტორიის“ 1 წიგნი, რომელიც მიძღვნილია ქართული ფოლკლორისადმი და ყველა ჟანრს მიმოიხილავს. 1941 წ, გამოვიდა თედო ბეგიაშვილის შედგენილი „ქართული ფოლკლორის“ ქრესტომათია. მისი შრომებიდან აღსანიშნავია: „ახალი მოტივები თანამედროვე ფოლკლორში“, „ა. წერეთელი და ქართული ფოლკლორი“ და სხვა. სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე კითხულობდა ფოლკლორის კურსს უმაღლეს სასწავლებლებში.

ვ. მაცაბერიძე

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები