ბეთლემელი ბერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეთლემელი ბერი – ყოფილა ერთი მონადირე, რომელიც მთელ თვეებს ნადირობაში ატარებდა. მისი ცოლი კი მის მოლოდინში ატარებდა დროს. ერთ დღეს ქალს ქმრის ნახვა მონატრებია და ტყეში მის საძებრად წასულა. აქ მას შეხვედრია ბეთლემიდან მომავალი ერთი ბერი და ქალი ამ ბერის სიყვარულით გამსჭვალულა. სულ იმაზე ფიქრობდა და ოცნებობდა, როგორმე ამ ბერის ალერსით დამტკბარიყო.

ბოლოს, ქალს ასეთი ხერხისათვის მიუმართავს: თავი მოუავადმყოფებია და ქმრისათვის უთქვამს: ფთილის დახვევის დროს ბეთლემის ხატის მიზეზი გამომივიდა, მასთან შეხვეწილი ვარ და იქ სალოცავად უნდა წავიდეო. ქმარმა დაიჯერა, მოუმზადა შესაწირავი და ორივენი ბეთლემის გზას გადგომიან. როცა მონასტერს მიუახლოვდენ, ცოლს უთქვამს, ხატის სანთელი სახლში დამრჩა. წადი, მოიტანე, მე აქ დაგიცდიო. ხატის შიშით ქმარი მაშინვე უკან გაბრუნებულა. ამ დროს ჭექა-ქუხილი ამტყდარა, წამოსულა დიდი ნიაღვარი და ქალს ბერებისათვის თავშესაფარი უთხოვია. ბერებმა ქალი შეიბრალეს, ჯაჭვი ჩაუგდეს და სენაკში აიყვანეს. ქალმა აქ თვალი მოჰკრა თავის მოწონებულ ბერს და საქმე ისე მოაწყო, რომ მის სენაკში დააწვინეს. ბერი დიდხანს ებრძოდა ქალის მაცდურობას, მაგრამ ქალმა მაინც შეაცდინა.

გათენებისას ბერები გარეთ გამოსულან ქალის ქმრის ამოსაყვანად და ამ დროს დაუნახავთ თოვლით დაფარული უზარმაზარი მთა – მყინვარწვერი, რომელიც იმ ღამით ჩადენილი ცოდვის გამო ღმერთს აღუმართავს.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები