ბეთლემის ჩიხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბეთლემის ჩიხი – ჩიხი თბილისში, კრწანისის რაიონი (კლდისუბანი); გომის ქუჩიდან მთის ფერდობამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ვიწრო ჩიხი; შემდეგ მეშადი აზიზბეკოვის ჩიხი დაერქვა. 1990 წლიდან ბეთლემის ჩიხი ჰქვია.