ბელორუსიის ოპერაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბელორუსიის ოპერაცია - (კოდური სახელწოდება „ბაგრატიონი“) 1944 წლის 23 ივნისი - 29 აგვისტო, წითელი არმიის ერთ-ერთი უდიდესი სტრატეგიული ოპერაცია გერმანია-სსრ კავშირის ომის დროს.
საბჭოთა ჯარებმა მრავალ ადგილას გაარღვიეს გერმანული არმიის ჯგუფ „ცენტრის“ ფრონტი, ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს მოწინააღმდეგის მსხვილი დაჯგუფებები და აღმოსავლეთ პრუსიის საზღვრებთან გავიდნენ.
მნიშვნელოვანია ჯავშანსატანკო და მექანიზებული ჯარების გამოყენების გამოცდილება. გერმანელთა ზურგის კომუნიკაციებზე აქტიურად მოქმედებდნენ პარტიზანული ნაწილები და შენაერთები.