ბელოსტოკ-მინსკის ბრძოლა 1941

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნანგრევებად ქცეული ქალაქი მინსკი

ბელოსტოკ-მინსკის ბრძოლა 1941 - საზღვრისპირა ბრძოლა გერმანია-სსრ კავშირის ომის დროს, 1941 წლის 22 ივნისიდან 8 ივლისამდე.

გერმანულ არმიათა ჯგუფის „ცენტრის“ (გენერალ-ფელდმარშალი ფონ ბოკი) ჯარებმა ბელოსტოკთან და მინსკთან ალყაში მოაქციეს საბჭოთა ჯარების დასავლეთის ფრონტის (არმიის გენერალი პავლოვი) მთავარი ძალები და გაანადგურეს ისინი სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად.

გერმანელებმა ხელთ იგდეს 290 ათ. ტყვე, 2.500 ტანკი, 1.400 ქვემეხი და სხვა სამხედრო ალაფი. ბელოსტოკ-მინსკის ბრძოლის შედეგად გერმანულმა ჯარებმა დაიპყრეს თითქმის მთელი ბელორუსია და 300 კმ-ით წაიწიეს წინ.

სტალინმა ბელოსტოკ-მინსკის ბრძოლაში დამარცხება ბრალად დასდო დასავლეთ ფრონტის სარდლობას. პავლოვი და 5 სხვა გენერალი დააპატიმრეს და დახვრიტეს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები