ბენავენტე ი მარტინესი ხასინტო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხასინტო ბენავენტე ი მარტინესი – (ესპ. Jacinto Benavente y Martínez, (1866-1954), ესპანელი დამატურგი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1922). უარყო ესპანეთში გაბატონებული ეპიგონურ-რომანტიკული დრამატურგია, შექმნა ბურჟუაზიული დრამა. დაწერა 150-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის პიესა: ყოფითი, ფსიქოლოგიური, მორალურ-ფილოსოფიური, სიმბოლისტური, საბავშვო თეატრისთვის (და ა.შ.), მათ შორის: „ცნობილი ადამიანები“, „მტაცებელ მხეცთა საკვები“, „ინტერესთა თამაში“, „მხიარული და უდარდელი ქალაქი“, „ქალბატონი დიასახლისი“, „უბედური“, „წმინდა რუსეთი“. კომედიები: „შენი ბრალია“, „დონ ხუანი მოგვევლინა“ (და სხვ.).