ბენაია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბენაია – (დაახლ. ძვ.წ. X სს) – ისრაელის ჯარის სარდალი და პირადი დაცვის მეთაური დავითის მეფობისას, ღვთისმსახურ იეჰოიდაყის ძე. ივრითზე მისი სახელი ნიშნავს „ღმერთის შექმნილს“.
ბიბლიის მიხედვით ბენაია დავითის მეფობისას ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მამაცი მებრძოლი იყო, რომელიც მეფის დაცვის რაზმს ხელმძღვანელობდა. ბენაია მხარს უჭერდა ცადოკ მღვდელმთავარს და ნათან წინასწარმეტყველს, მომხრე იყო ისრაელის ტახტზე სოლომონის გამეფებისა, ამიტომ მიიღო არმიის მთავარსარდლობა მისი მეფობისას.
ბიბლიური ისტორიის მიხედვით ბენაიამ გოლიათი ეგვიპტელი დაამარცხა. ასევე თითქოს თვითონ ბენაია ამბობდა, რომ ხევში ლომი ჰყავდა მოკლული.