ბენარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბენარა, ბელნარა – სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე აბასთუმნისწყლის (ქვაბლიანის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1050-1100 მ სიმაღლეზე, ადიგენ-ახალციხის საავტომობილო გზაზე.

მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 230, რომელთა 88 % ქართველია (2002). სოფლის მიდამოებშია „ოქროს ციხე” (განვ. შუა სს.). სოფლის ძველი სახელწოდება ყოფილა ბელნარა. პირველად მოხსენიებულია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში” როგორც ახალციხის ლივის ალთუნყალის (ოქოროსციხე) ნაჰიეში შემავალი სოფელი. სოფლის სიახლოვეს, მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 1.3 კმ მანძილზე, „ზადენ გორაზე” მიკვლეულია ნამარხი ფაუნა (ანტილოპის, მარტორქის, ჟირაფის ნაშთები).


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები