ბენზოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბენზოლი − (ფრანგ. Benzol < benzoic acid ბენზოის მჟავა და -ol ბოლოსართი, გამოყენებული ქიმიური შენაერთის ფორმირებისათვის), უბრალო არომატული ნახშირწყალბადი C6H6, უფერო სითხე.
დუღილის ტემპერატურა – 80,1°C;
დნობის ტემპერატურა – 5,5°C;
აფეთქების ტემ-პერატურა – –11°C;
სიმკვრივე – 878,6 კგმ/3.
ჰაერთან ქმნის აფეთქებადსაშიშ ნარევს (1,5-8% ბ. მოცულობის მიხედვით).

ბენზოლი მომწამვლელი ნივთიერებაა; ჰაერში მისი ზღვრული კონცენტრაცია დახურული სათავსებისათვის შეადგენს 20 მგ/მ3. ის ძვირფასი ნედლეულია საღებავის, წამლის, პოლიმერის, ასაფეთქებელი ნივთიერების და სხვ. წარმოებაში. გამოიყენება, როგორც გამხსნელი (ცხიმის, ფისის, კაუჩუკის), იშვიათად – როგორც ძრავას საწვავის კომპონენტი.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები