ბეჟიტაშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ბეჟიტაშვილი

გიორგი ალექსანდრეს ძე ბეჟიტაშვილი – ქართველი სამხედრო პირი, ისტორიის დოქტორი (1966-2020).

დაიბადა ქ. გურჯაანში, მოსამსახურის ოჯახში. დაამთავრა თბილისის კერძო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს.

1985-1987 წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიაში (მონღოლეთში).

1987-1992 წწ. მუშაობდა გურჯაანის რაიონის სახალხო მეურნეობის ერთ-ერთ ობიექტზე.

1992-1993 წწ. მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში.

1994-2000 წწ. მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში- თავდაცვის მინისტრის აპარატში;

2000-2002 წწ. მუშაობდა უნივერსიტეტ „გეორგიას“ პრორექტორად;

2000-2007 წწ. ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას ილია ჭავჭავაძის ეროვნულ უნივერსიტეტში, იყო „სეუ“-ს დეკანის მოადგილე;

2007-2008 წწ. მსახურობდა სახმელეთო ჯარების სარდლის თანაშემწედ, სარდლობის აპარატის უფროსად;

2008-2009 წწ. ასრულებდა ბიზნესისა და საგარეო ურთიერთობების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას;

2009 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას რუსთაველის (რეუ) ეროვნულ უნივერსიტეტში, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანად; მისი ავტორობით გამოცემულია რამდენიმე სახელმძღვანელო, მონოგრაფია, ისტორიული კვლევები სამხედრო სფეროში, მისი სტატიები იბეჭდებოდა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პერიოდულ კრებულებში.

2011 წელს მიენიჭა დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია წიგნისათვის „ედელვაისის“ აღსასრული.

2014 წლის მარტში არჩეულ იქნა პრაღის, კარლოვის უნივერსიტეტის რუსთაველის (რეუ) ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლად.

სადოქტორო დისერტაციის თემა - „ქართული სამხედრო პოლიტიკური ემიგრაცია ევროპაში (1921-1953 წწ.)”

2017-2020 წლებში იყო საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების თანადამფუძნებელი და დირექტორის მოადგილე.

2018 წლის დეკემბერში აქტიური შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა მიანიჭა - „კულტურის ამაგდარის” წოდება.

2018 წლის ოქტომბერში წიგნისათვის „საქართველოს 100 ბრძოლა“ (დამხმარე სახელმძღვანელო) და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის მიენიჭა საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია.

მინიჭებული ჰქონდა საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ნიკო ნიკოლაძის პრემია (2019) და პედაგოგთა ასოციაციის იაკობ გოგებაშვილის პრემია.

დაჯილდოებულია სამხედრო ისტორიის საზოგადოების „წმინდა გიორგის“ ნიშნით. (სიკვდ.შემდ.2020)

იყო საერო აკადემია „ფაზისი“-ს აკადემიკოსი (2012) და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი (2012).

არჩეული იყო ჯუმბერ ლეჟავას სახელობის საერთაშორისო მრავალპროფილიანი აკადემიის აკადემიკოსად და სწავლულ მდივნად (2012).

გარდაიცვალა უკურნებელი სენით ქ. თბილისში, დაკრძალულია ქ. გურჯაანში.


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები