ბერაია ირაკლი (დაჩი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ირაკლი (დაჩი) ბერაია – დაიბადა 1976 წლის 23 ივლისს. ეკონომისტი და პოლიტიკოსი
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის. ეკონომიკის ფაკულტეტი
სამუშაო გამოცდილება
- სს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ შიკრიკი (2001)
- სს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ სპეციალისტ-შემფასებელი, მთავარი სპეციალისტ-შემფასებელი (2001-2004)
- სს ბანკი „ქართუს“ საკრედიტო მენეჯერი (2004-2008)
- სს ბანკი „ქართუს“ სესხების ადმინისტრირების და მეთოდოლოგიის განყოფილების უფროსი (2008)
- სს ბანკი „ქართუს“ სესხების ადმინისტრირების და მეთოდოლოგიის განყოფილების უფროსი-საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (2008-2013)
- სს ბანკი „ქართუს“ ცენტრალიზებული ადმინისტრირების დეპარტამენტის დირექტორი (2013-2016)
- მე-9 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი (2016-2020): მაჟორიტარი, ხობის №64 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი (24-06-2019)
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020); აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი (17-12-2020), სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი (23-12-2020).