ბერაძე ნუგზარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბერაძე ნუგზარ − (1955 − 2002), ქართველი პოეტი. ფსევდონიმი − ღიღინო ცახური (ფსევდონიმი შეარჩია მშობლიური სოფლის, ცახის მიხედვით). დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის 112-ე საშუალო სკოლა.
- აღმოსავლეთით გადმოდგა
- აღმოსავლეთით გადმოდგა
- ლაღი ირემი ხარია,
- მზე ჩაჰფრენოდა რქებშია,
- კანჭებში ედგა ქარია.
- გადმოჰბღაოდა ორწოხებს,
- როგორც შვილმკვდარი ქალია.
- გადმავაღირე ხირიმი,
- გამავუცვალე ფალია,
- მოვკალ, ნეტამც, არ მამეკლა,
- მამწყდა გული და თვალია,
- ფუჰ, კაცის გაჩენის დღესა,
- იმ თავით ცოდვა-ბრალია.
- დავუჩოქე და ვიტირე,
- სული ბალღივით დალია,
- სუ ცრემლად იღველფებოდა,
- სიცოცხლის ალი-კვალია.