ბერდანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერდანა

ბერდანა - (ბერდანკა), ზოგიერთი ქვეყნის არმიის შეიარაღებაში არსებული (ამერიკელი კონსტრუქტორ ჰ. ბერდანის მიერ შემუშავებული) ერთმუხტიანი (ერთტყვიიანი) შაშხანების გავრცელებული სახელწოდება. ოფიციალურად ბერდანის შაშხანა №1 და №2. ეს უკანასკნელი შეიარაღებაში იყო 1870 წლამდე. შემდგომში ჩაანაცვლეს 1891 წლის ნიმუშის მჭიდიანი შაშხანით.

ძირითადი მახასიათებლებია:

  • კალიბრი 10.67 მმ;
  • მასა 4.9 კგ. (ხიშტით);
  • სროლის სამიზნე მანძილი 1600 მ;
  • სროლის სისწრაფე 8 გასრ./წთ-ში.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები