ბერთემი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერთემი – ძველისძველი, ისტორიული სოფელი სამეგრელოში (სენაკის რ.). ამ სოფელში დაიბადა გამოჩენილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე შალვა დადიანი. „მთის კიდეზე გაჭრილ „მიკოტახილის გზას აედევნა ჩვენი მანქანები… უკან დარჩა „ციხე-გოჯი“ ლეგენდარული „დედამოკა“ და აი, შალვა დადიანის მშობლიური სოფელი ბერთემი, კოხტა ბერთემი…

ადგილობრივ გავრცელებული ყოფილა გადმოცემა, რომლის მიხედვითაც სოფელს ეს სახელი სიძველის, დიდი ხნოვანობის გამო შერქმევია; „ბერი – თემი, ბერი სოფელი ყოფილა. სენაკში მეორე არ იყო ასეთი ძველი თემის ხალხი. დიდხანსაც ცხოვრობდნენ თურმე აქაურები, ას წელზე ადრე თითქმის არავინ კვდებოდა"

ჩვენი ვარაუდით სოფლის სახელწოდებას ადამიანთა ხანდაზმულობასთან საერთო არაფერი აქვს. ის ჩვეულებრივი რელიგიურ-საკულტო მსახურების აღმნიშვნელი ერთეული უნდა იყოს; წარმომდგარი ჩანს სახელწოდება ბეთლემისაგან. ჩვენში ცოტა როდია ტოპონიმები, რომლებიც ძველ ებრაულ სამყაროს და ქრისტიანულ რწმენა-გადმოცემებს უკავშირდებიან” თაბორი, ბეთლემი, სიონი, ბეთანია, გესამანია (გედსამანია), ელია… სამეგრელოში არსებული საკულტო ნაგებობის სახეული ბეთლემი შემდგომ სოფლის საკუთარ სახელად ქცეულა, ოღონდ მეგრულისათვის ნიშანდობლივი ენობრივი ცვლილება განეცდია – ბეთლემი ბერთემად ქცეულა (შდრ. ქირსე – ქრისტე, კვარაცხელი - კვირაცხოველი და სხვ.) ბერთემში უეჭველად უნდა მდგარიყო ბეთლემის სახელობის საკულტო ნაგებობა, რაზედაც თვით სოფლის სახელი მეტყველებს.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები