ბერიაშვილი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი მიხეილის ძე ბერიაშვილი - (ბერიევი) (1903-1979) - საბჭოთა ავიაკონსტრუქტორი, საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1961).
დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1930). 1934-68 წლებში საზღვაო თვითმფრინავმშენებლობის საცდელ-საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარი ინჟინერი და უფროსი.
მისი ხელმძღვანელობით შექმნილია ჰიდროთვითმფრინავები, რეაქტიული მფრინავი ნავები, ამფიბია-თვითმფრინავები, სახომალდე, საკატაპულტე თვითმფრინავები და სახმელეთო მსუბუქი სამგზავრო თვითმფრინავები.