ბერიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბერიკაობა, ავთანდილ მონასერიძე, თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა
ბერიკა – ნიღბების ქართულ ხალხურ თეატრ „ბერიკაობის“ მონაწილე მსახიობი.
ბერიკები, უმეტესად, ან ყმა-გლეხები, ანდა ხელოსნები იყვნენ. ნიჭით გამორჩეული ბერიკები მონაწილეობდნენ მეფისა და სხვა დიდგვაროვანთა სასახლეებში გამართულ „სახიობაში“. ბერიკების ხელოვნება ასახავდა ხალხის პროტესტს სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ.