ბერიძე ავთანდილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბერიძე ავთანდილ − (1950), ქართველი პოეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „ვწერ ვინმე მესხი მელექსე” (2009), „მესხური ფოლკლორი” (ტომი 1, 2016).
- * * *
- სამი კაცი მიდიოდა,
- სამი ფიქრი, სამი დარდი,
- ქარი ქროდა და ციოდა,
- შენ კი ქარიშხალსა ჰგავდი.
- არავისი არ გესმოდა,
- შენი საქმის იქით მეტი...
- სამი დარდი მიდიოდა
- სამი სახლის ნათლის სვეტი.