ბერნული ნიკოლაი II
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბერნული ნიკოლაი II (1695 – 1726), შვეიცარიელი მათემეტიკოსი და მექანიკოსი. იოჰან I-ის უფროსი ვაჟი. 1725 წელს მეწვეული იყო პეტერბურგის, მეცნიერებათა აკადემიის პირველ აკადემიკოსთა რიცხვში. იქ მან რვა თვე იმოღვაწევა.
ძირითადი შრომები ეძღვნება დიფერენციალურ განტოლებათა თეორიას და მის გამოყენებას მექანიკაში. მისი გარდაცვალების შემდეგ პეტერბურგის 1726 წლის „მეცნიერებათა აკადემიის კომენტარების“ პირველ ტომში გამოქვეყნდა ორი სტატია: ერთი – დიფერენციალურ განტოლებათა თეორიაში, სადაც განხილულია განტოლება, რომელსაც შემდგომ რიკატის განტოლება უწოდეს, და პირველი რიგის წრფივი განტოლება. მეორე სტატიაში იხილავს სხეულის მოძრაობას დარტყმის მოქმედებით.