ბერტოლტ ბრეხტის „გადამრთველების“ სისტემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„გადამრთველების“ სისტემა — ბრეხტის ეპიკური დრამის ერთ-ერთი თითქოსდა დიალოგის ნაწილია, განზოგადების უფრო მაღალ საფეხურზე აყვანილი. ბრეხტს ხშირად შემოჰყავს პიესაში „გადამრთველები“, რომლებიც მკვეთრად არიან ამოვარდნილი დიალოგიდან, წყვეტენ სცენაზე მიმდინარე საუბარს და მიმართავენ არა მოქმედ პირებს, არამედ მაყურებელს. ასეთი „გადამრთველების“ მეოხებით ავტორი თვალსაჩინოს ხდის პიესის დედააზრს. სცენური მოთხრობის შექმნით, ე. ი. თხრობითი ჟანრების მეთოდების დრამაში გადმოტანით, ბრეხტს თავის სპექტაკლებში შემოჰყავს „მთხრობელის“, „მომღერლის“ საგანგებო იერსახე.