ბერტოლუჩი ბერნარდო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბერნარდო ბერტოლუჩი – (დაიბადა 1941 წელს ქალაქ პარმაში, იტალია) — დიდი იტალიელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პოეტი.
კინოკარიერის დასაწყისში ასისტენტად მუშაობდა პიერ-პაოლო პაზოლინისთან ფილმზე „აკატონე“. 1962 წელს გადაიღო თავისი პირველი მხატვრული ფილმი „გაძვალტყავებული ნათლიდედა“. ფილმების „კონფორმისტი“ (1970) და „უკანასკნელი ტანგო პარიზში“(1972) ტრიუმფალური წარმატების შემდეგ მუშაობდა იტალიის საზღვრებს იქით, მათ შორის ბუდისტურ აღმოსავლეთში, სადაც თავის თავს „სკეპტიკურ მოყვარულ ბუდისტს“ უწოდებდა. არის მრავალრიცხოვანი კინოჯილდოს მფლობელი.
ფილმოგრაფია:
- 1962 — „გაძვალტყავებული ნათლიდედა“
- 1970 — „ობობას სტრატეგია“
- 1970 — „კონფორმისტი“
- 1972 — „უკანასკნელი ტანგო პარიზში“
- 1976 — „მეოცე საუკუნე“
- 1987 — „უკანასკნელი იმპერატორი“
- 1990 — „ცის საბურველში“
- 1993 — „პატარა ბუდა“
- 1996 — „წარმავალი სილამაზე“
- 2003 — „მეოცნებენი“
- 2012 — „მე და შენ“
- 2012 — „მე და შენ“
და სხვა
აღიარება და ჯილდოები:
- ეროვნული ლიტერატურული პრემია (პოეტური კრებულისთვის „საიდუმლოების ძიებაში“)
- 1962 წელი — პრემია „ვიარეჯო“ (ლექსების წიგნისთვის „იდუმალების ძიებაში“)
- 1988 წელი — პრემია „ოსკარი“ (ფილმისთვის „უკანასკნელი იმპერატორი“. გამარჯვება ცხრა ნომინაციაში, მათ შორის „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო რეჟისორი“, „საუკეთესო ადაპტირებული სცენარი“)
- 1988 წელი — პრემია „ოქროს გლობუსი“ საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის (ფილმში „უკანასკნელი იმპერატორი“)
- 1987 წელი — პრემია „ოქროს გლობუსი“ საუკეთესო სცენარისთვის („უკანასკნელი იმპერატორი“)
- 2011 წელი — საპატიო „ოქროს პალმის რტო“ კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის