ბერუჩაშვილი თამარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამარ ბერუჩაშვილი

თამარ ბერუჩაშვილი − (Tamat Beruchashvili), ქართველი დიპლომატი, 2016-2020 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა დაჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში. 2016 წლიდან – საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში


დაიბადა 9 აპრილი, 1961 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
2002-2006 − ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასპირანტურა. კვალიფიკაცია − ეკონომიკის დოქტორი;
1978-1985 − მოსკოვის ლუმუმბას სახ. ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, ფიზიკა-მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (ქიმიკოსი), უცხო ენათა ფაკულტეტი (ფრანგული ენა);
1996-1998 − ბლუმინგტონი, ინდიანას უნივერსიტეტი, აშშ − მაგისტრის ხარისხი (საერთაშორისო და შედარებითი საჯარო პოლიტიკა); პროფესიული ტრეინინგები ლიმერიკის უნივერსიტეტი (ირლანდია), კარლტონის უნივერსიტეტი (კანადა).

სამუშაო გამოცდილება:
11.11.2014-3.09.2015 − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;
04/04/2013-11/2014 − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
10/2012-03/2013 − ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
01/2011-10/2012 − ვიცე-პრემიერის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი;
12/2004-01/2011 − ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;
02/2004-12/2004 − სახელმწიფო მინისტრი ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში;
12/2003-02/2004 − სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო კანცელარია;
06/2000-12/2003 − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
1998-2000 − ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი;
06/1998-08/1998 − საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილე;
05/1997-08/1997 − დოქტორ ზბიგნევ ბზეჟინსკის ოფისი, ანალიტიკოსი − ვაშინგტონი, აშშ;
1994-1996 − საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს ევროკავშირის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა ტასისის (TACIS) საკოორდინაციო ბიუროს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; 1990-1994 − საქართველოს მეცნიერებათა და ტექნიკის სახელმწოფო კომიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
1986-1990 − ი. ქუთათელაძის სახ. ფარმაკო-ქიმიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ მუშაკი.
2000-დან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას (თსუ, ჯიპა, ილიას უნივერსიტეტი).

ფლობს: ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. (2000)

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები