ბერძენიშვილი ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმერ ბერძენიშვილი

ვლადიმერ ბერძენიშვილი − (1885, სოფელი გოგლესუბანი, ჩოხატარურის რაიონი, -1977, იქვე), ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი და ლოტბარი. 1911-18 ირიცხებოდა სამუელ ჩავლეიშვილის გუნდში, რომელსაც სამუელ ჩავლეიშვილი და ვარლამ სიმონიშვილი ხელმძღვანელობდნენ. 1937 ბერძენიშვილი თავის ანსამბლთან ერთად გაემგზავრა მოსკოვში, სადაც შეასრულა გურული სიმღერების უცნობი ვარიანტები, რამაც მთელი საზოგადოება აღაფრთოვანა. ბერძენიშვილი ცხოვრების ბოლომდე აქტიურად იღვწოდა გურული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციისათვის. მან აღადგინა და დაამუშავა უამრავი გურული ხალხური სიმღერა, რასაც მისი ხელწერა აშკარად ეტყობა.





წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები