ბერძნული ცეცხლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბერძნული ცეცხლი - ცეცხლგამჩენი ნაზავი, რომელსაც იყენებდნენ საბრძოლო მიზნებისათვის VII-XV საუკუნეებში.
ვარაუდობენ, რომ შედგებოდა ასფალტში არეული ნავთის, გოგირდის, ფისის, გვარჯილისა და დაუშლელი კირისაგან.
ისროდნენ სპილენძის მილებიდან (ხომალდებზე) ან სატყორცნი მანქანებით (ციხესიმაგრეთა ალყის დროს). ბერძნულ ცეცხლს წყალი ვერ აქრობდა. ცნობილი იყო იმპერატორ ანასტასიოს I-ის (491-519) დროსაც, მაგრამ მის გამოგონებას მიაწერენ არქიტექტორ კალინიკეს 678 წელს კონსტანტინოპოლში.